ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით კეტავს.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება და გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე განახლდება.