გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო 2019, 13:48 1618 ნახვა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი, გასული წლებისგან განსხვავებით ერთი კვირით გვიან გაიხსნა. გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მონადირეებთან გამართული კონსულტაციების შემდგომ, გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო.

ნადირობის მსურველებმა, თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული 10 ლარიანი, დამადასტურებელი ქვითარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი