121 ათასი ლარი ბულვარის სკამების შეკეთებასა და ახალი ლოგოებით ჩანაცვლებაზე დაიხარჯება

23 აგვისტო 2019, 23:45 2482 ნახვა

ბათუმის ბულვარში  გრანიტის ქვის გრანულებისაგან  ჩამოსხმული სკამებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

281 ცალი გრანიტის გრანულებისაგან ჩამოსხმული დეკორატიული ქვის სკამის და 145 ცალი ბულვარის ლოგოთი, გრანიტის გრანულებისაგან  ჩამოსხმული დეკორატიული ქვის სკამის რეაბილიტაციისთვის  ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა  ბულვარში პრომინადზე  განთავსებული  გრანიტის ქვისგან ჩამოსხმული  სკამების მოტეხილი და დაზიანებული ადგილების შევსება იმავე მასალით უნდა უზრუნველყოს , რისგანაც სკამია ჩამოსხმული.

სკამის საბოლოო ზედაპირი უნდა იყოს წყალმედეგი, ყინვამედეგი, გაპრიალებული, გალაქული ქვის ლაქით. ორგმინის დიზაინი და ლოგო უნდა დამზადდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით.

145 ცალ სკამზე  კი  ბათუმის ბულვარის ახალი ლოგო განთავსდება.  აღნიშნული მომსახურებისთვის „ბათუმის ბულვარი“  მზად არის  მომწოდებელს 121`000.00 ლარი გადაუხადოს.

რეაბილიტირებული სკამები ბსუ-დან ახალი ბულვარის მიმართულებით   პრომინადზე განთავსდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ   არსებული გრანიტის სკამების უმეტესობა  ადამიანების დაუდევრობის გამო დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.  ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის თქმით,  აღნიშნული ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ მთლიანად პრომინადზე არსებული  გრანიტის ჩამოსხმული სკამები რეაბილიტირებული და ახალი ლოგოთი იქნება.  ადმინისტრაციაში  მოსახლეობას მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ   ბულვარში არსებული ინვენტარი.

ალი და ნინოს ქანდაკებიდან  უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე  არსებულ გრანიტის ჩამოსასხმელი სკამებს რესტავრაცია  რამდენიმე თვის წინ  ჩაუტარდა. რესტავრაციასთან ერთად  სკამებზე  ბულვარის ახალი ლოგოც განთავსდა.

სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი