საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული.
შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ.
მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე თეთრი ალმები გამოიფინება.