გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ხანძარი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
სოფელ საყავრესთან ცეცხლი ბალახსა და ტყის ქვედა საფარს უკიდია.