"ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეების" პროტესტი საკრებულოში

22 აგვისტო 2019, 12:46 1820 ნახვა

ბათუმში "ქიმიური ტერმინალის მშენებლობის" მოწინააღმდეგეები, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ,  სულიკო თებიძემ ვატო ნებურიშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება, სიტყვიერი შელაპარაკებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხმამაღალი განცხადების შემდეგ მისცა.

სიტყვით ირაკლი ჯანყარაშვილი გამოვიდა, ის საკრებულოს წევრებს პასუხს სთხოვდა იმაზე, თუ რატომ არ გაითვალისწინეს 30 ათასი ბათუმელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ. სიტყვის დასრულების შემდეგ, სულიკო თებიძემ დისკუსიისა და განხილვის გარეშე დახურა სხდომა.

ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კი კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარისგან უარი მიიღეს, გადაწყვეტილებას ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა. 

''თქვენ ხართ ნოტარიუსები, არ გაინტერესებთ ქალაქის ბედი'' - ასე მიმართა ტერმინალის მშენებლობის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ირაკლი ჯანყარაშვილმა  საკრებულოს დეპუტატებსა და თავმჯდომარეს. ''30 000 ხელწერა გვაქვს, თუმცა თქვენ ეს არ გაინტერესებთ. განხილვაც კი არ ისურვეთ, რომ გაგეგოთ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ბათუმელები ქიმიურ ტერმინალს''...

ბათუმში ტერმინალის მშენებლობას მოქალაქეთა ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი აქციებს მართავდნენ ბათუმსა და დედაქალაქში. პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს კი მოუწოდებდნენ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. 

​ბათუმის პორტში, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი ქალაქის მერმა 12 მარტს მოაწერა. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ტერმინალი ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის, ეს კი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი