გამოცდების ექსტერნად ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე უნდა გაიარონ.
ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების მსურველებისთვის გამოცდები 4 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამოცდების ექსტერნად ჩატარების შესახებ ბრძანებას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა.