აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კოსმოპოლიტენი ბათუმში შვებულების დაგეგმვაზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი არაჩვეულებრივი კურორტი სწორედ მისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების გამოა, სადაც გარდა პლაჟზე დასვენებისა და ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. სტატიაში ყურადღება ძირითად ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა, სამზარეულოსა და ქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კეთდება.
კოსმოპოლიტენისგან განსხვავებით ბათუმში დასვენებას ტურისტებს ხავერდოვან სეზონზე ურჩევს გავლენიანი გამოცემა Vogue. ჟურნალისტი მკითხველს ბათუმის სასწრაფოდ მოსანახულებლად 5 ძირითად მიზეზს სთავაზობს. მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის არქიტექტურული ლანდშაფტი მოხვდა.
ბათუმს ლას ვეგასს ადარებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა Emerging Europe. „ბათუმის ცათამბჯენები, რომლებიც კარგად ჩანს როცა თვითმფრინავი ქალაქს უახლოვდება, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას ადასტურებს“ - ასე იწყებს ბათუმზე წერას ჟურნალისტი ქრეიგ ტერპი“. სტატიაში ყურადღება ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ძველ ბათუმს, ბოტანიკურ ბაღსა და ადგილობრივ სამზარეულოს ეთმობა. „თუკი ბათუმში უკვე ყველაფერი ნახეთ, ეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს. ადგილი, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს 1912 წელს გაიხსნა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ შეიძლება ყველაზე დიდ ბაღად ჩაითვალოს,“ ამბობს ბოტანიკურ ბაღზე საუბრისას ჟურნალისტი.
ვრცელ სტატიას უძღვნის აჭარას ისრაელში, პოპულარული სამოგზაურო ვებ-პორტალი Lametayel, რომელსაც ყოველთვიურად 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. „ორსაათიანი ფრენა და თქვენ ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ ქალაქში აღმოჩნდებით. დიახ, იქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი და კაზინოა, გრძლად გადაჭიმული სანაპირო ზოლი და ბევრი ხაჭაპური, თუმცა თუკი თქვენი მოგზაურობა გინდათ სხვებისგან განსხვავებული იყოს, უმჯობესია ულამაზეს ბუნებას მიაშუროთ“ იწყება სტატია, რომელშიც გარდა ბათუმისა მკითხველს მტირალას ეროვნულ პარკში, ქედაში, ბოტანიკურ ბაღში მოგზაურობასა და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას ურჩევენ.
ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცლეებს.