პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია

30 აგვისტო 2016, 00:00 3741 ნახვა

პუშკინის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩიდან გმირთა ხეივნამდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე 360 მეტრი სიგრძის სანიაღვრე სისტემა, 21 ცხაურიანი, 10 დახურული და 6 საკომუნიკაციო ჭა მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა, ტროტუარები, ახალი ბორდიურები, ველო და უსინათლოთა ბილიკები. სამუშაოები ე.წ. ჭაობის დასახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში