ევროკავშირი: ღობეების აღმართვა გუგუტიანთკარში აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას

20 აგვისტო 2019, 19:18 1707 ნახვა

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად ბორდერიზაციის პროცესს ეხმაურება.

''რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილებისთავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა დააგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერკომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისადა მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას.

ევროკავშირი კვლავაც მონაწილეობს და ჩართულია საქართველოში სტაბილიზაციისა დაკონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებშითანათავმჯდომარეობის გაგრძელებით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისისსაკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით.

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.''- წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში