არჩევნებს ეუთო დააკვირდება

30 აგვისტო 2016, 00:00 3680 ნახვა

დღეიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია. წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართეს. საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ეუთო-ს, ევროპის საბჭოს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი