თურქეთში, ჩაისა და თხილის პლანტაციებში დასაქმების მიზნით, საქართველოდან ყოველდღიურად ათობით მოქალაქე გადადის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად კი თურქული და ქართული მხარე მათ, განაცხადის შევსებისკენ მოუწოდებს. ქართულ ენაზე განცხადება, თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე ივსება.
სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა, ასევე პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი, ხოლო თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთათვის - პასპორტი და ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი თურქეთის იმ რაიონის გამგეობას უნდა წარუდგინოს, სადაც აპირებს მოქალაქე დასაქმებას .
მუშაობის ნებართვის აღებისგან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს ერთ წელში, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლება სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება.