ბათუმში, ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.