დაკავებული დეკანოზის ოჯახი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს 

16 აგვისტო 2019, 21:42 1362 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. მათი თქმით, დეკანოზის  ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა. მათივე განცხადებით, მედიკოსებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, რომ დეკანოზის სრულფასოვანი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში შეუძლებელია.

გიორგი მამალაძის ოჯახმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტობის დროს გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა. დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ითხოვა, რომ პატრიარქ ილია მეორეს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალებით მიემართა. საპასუხო განცხადებაში საპატრიარქომ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამავლობას იმ შემთხვევაში აღძრავენ, თუ სასულიერო პირი ბრალს აღიარებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი