"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი" – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამერიკელ მეგობრების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, მათ შეუძლებელი შეძლეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მხრივ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თხილის მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ.
„წელს თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტს ადამიანსაც კი წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. მიხარია, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს წარმატებით და და უკვე ვიცით, რომ ჩვენი ფერმერები წელს მიიღებენ ღირსეულ შემოსავალს“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის განმარტებით, სანამ არსებობს ეს პრობლემა ისინი არ გავჩერდებიან და იმუშავებენ, რომ ეს პრობლემა ბოლომდე იქნას გადაჭრილი.