აჭარას უცხოელი და ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრობენ. ისინი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით აჭარულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული კერძები.
პროგრამის მიზანი აჭარაში კულინარიისა და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.