საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი დილიდან განაახლეს, მოგვიანებით კი შეწყვიტეს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. გუგუტიანთკარში მოსახლეობა, ჯერ კიდევ ორი დღის წინ შიშობდა, რომ რუსები მავთულხლართების გავლებას გააგრძელებდნენ. ისინი, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.