მზადება ციტრუსის სეზონისთვისთვის

29 აგვისტო 2016, 00:00 3224 ნახვა

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქობულეთის  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის  სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 50-60 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს კი სეზონზე 40-მდე ციტრუსის მიმღები საწარმო ამზადებს. 

ამავე კატეგორიაში