რამდენი ქულა დააკლდებათ მძღოლებს, რომლებსაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სავარძლის გარეშე გადაჰყავთ

13 აგვისტო 2019, 16:53 10243 ნახვა

2017 წლის პირველი ივლისიდან 100 ქულიანი მართვის მოწმობის კანონი ძალაში შევიდა.

მძღოლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების განსაკუთრებულად დაცვა უწევთ. კანონდარღვევა მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად ქულების სქემაზეც აისახება.

პირებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და  აქამდე არ უყიდიათ, დამატებითი ხარჯის გაწევა და სპეციალური  ეტლის ყიდვაც მოუწევთ.

მაგალითად საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის ერთ-ერთ ნაწილში წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას, სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი უნდა გამოიყენოთ. არსებობს სხვა გამოსავალიც, იმავე მუხლის მერვე პუნქტში განმარტებულია, რომ  ''ნებადართულია 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა, თუ იგი მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი, არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში ზის''.

ფოტო გამოყენებულია სოციალური ქსელიდან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა 40 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 100 ქულიანი მართვის მოწმობიდან კი მძღოლს, მხოლოდ 20 ქულა დააკლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი