საქველმოქმედო კონცერტი

29 აგვისტო 2016, 00:00 3541 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით “მეგობრები მეგობრისათვის” გაიმართება. მასში ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. პირველი კონცერტი ორი დღის წინ გაიმართა და აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს საზღვარგარეთ ძვირადღირებული, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი