იუსტიციის საბჭოს წევრები მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ლაშა ქოჩიაშვილი რუსთავი ორის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა.
კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც დღეს გაესაუბრებიან ნინო ქადაგიძეა, რომელიც გიორგი ტყავაძის მსგავსად იმ 10-კაციან ხმაურიან სიაში იყო, რომელიც უმრავლესობის რღვევის მიზეზი გახდა.