გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება.  საბჭოს სხდომა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა - პოლონეთი გააკეთებს.
გუშინ კი საქართველოს მუდმივმოქმედმა  წარმომადგენელმა  ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.  კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფას.