„რუსთავი 2“-ის საქმე - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მიმართავს

06 აგვისტო 2019, 10:09 1267 ნახვა

კოალიცია, "მედიის ადვოკატირებისთვის" შემავალი 11 მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებენ.  ისინი რუსთავი2"-ის საქმის გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისკენ  მოუწოდებენ პროკურატურას.  

,,იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დროულად არ დასრულდა, კოალიციის წევრების ინფორმაციით, გაჩნდება ეჭვი რომ პროკურატურამ საქმე დროებით მხოლოდ მისთვის სასურველი შედეგის მისაღებად გაააქტიურა“- ნათქვამია განცხადებაში.  კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.  

გამოძიების  გაჭიანურებაზე საუბრობს და ხელისუფლებას დროული დასრულებისკენ მოუწოდებენ მედია ექსპერტებიც.  აქვე გეტყვით, რომ ტელეკომპანიიდან გუშინ გაათავისუფლეს რუსთავი 2 -ის იურისტი. თამთა მურადაშვილი. ვრცელდება ინფორმაცია რომ შესაძლოა გაგრძელდეს საკადრო ცვლილებები. სოციალურ ქსელში  არხის საინფორმაციოს უფროსმა დაწერა, რომ ,, გაშვებების სერია დაიწყო, ხვალ ჩვენი რიგი მოვა“ - წერს ნოდარ მელაძე.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი