მახინჯაურში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

05 აგვისტო 2019, 14:05 5282 ნახვა

მაშველებმა მახინჯაურში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს. როგორც სანაპიროზე მყოფი მოქალაქეები გვეუბნებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა მოქალაქე სკუტერით გამოიყვანეს.

წყლიდან გამოყვანილ მამაკაცს მედიკოსების დახმარება არ დასჭირვებია. 

ადგილობრივების განმარტებით, ახალგაზრდა კაცი მახინჯაურში ცხოვრობს.

დღეს საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაზე ცურვა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  ამ დროისთვის  3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი