მარიამობა ბაგრამის ბაზაზე აღნიშნეს

28 აგვისტო 2016, 00:00 3040 ნახვა

მარიამობის დღესასწაულს ლევან იზორია ავღანეთში,  ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს საჩუქრად მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა. სადღესასწაულო წირვას  ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა. ღვთისმსახურება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. 

ამავე კატეგორიაში