შუახევში გომის მთაზე ,,შუამთობას“ ზეიმობენ

03 აგვისტო 2019, 15:27 3105 ნახვა

შუახევში,,შუამთობას“ ზეიმობენ.ზეიმი  გომის მთაში  დაიწყო, შეკრებილების განწყობაზე ადგილობრივი ანსამბლები და ბათუმის „ჯაზბენდი“ ზრუნავს. მიმდინარეობს კულტურული ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები. დასკვნითი  ღონისძიება  კი ხვალ   ჩირუხის მთაში გაიმართება, ხვალვე  შეგიძლიათ   დაესწროთ  “შუამთობას”   კურორტ  ბეშუმში.      სახალხო დღესასწაული ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა.

ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება . მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად მთელი წლის სამყოფ რძის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და  ზეიმობენ.   სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ აჭარული  სამზარეულო, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნილი ყველი და ა.შ. სახალხო დღესასწაულის ძირითადი გზავნილია  ტრადიციების შენარჩუნება.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში