''პოლიტიკური რეპრესიები და გვარამიას სამომავლო გეგმებისთვის ხელის შეშლა'' - ოპოზიცია რუსთავი 2-ზე

01 აგვისტო 2019, 21:01 1580 ნახვა

დიქტატი, პოლიტიკური რეპრესიები და გვარამიას სამომავლო გეგმებისთვის ხელის შეშლა - ასე აფასებენ ოპოზიციაში საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი სამართლებრივ საკითხზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ გვარამიას დანაშაული არ ჩაუდენია არ უნდა ეშინოდეს. ნიკა გვარამიას ხვალ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ, მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. არხის ყოფილ დირექტორს ყოფილი მეწილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი