გორგილაძის ქუჩაზე მოპედი 14 წლის გოგოს დაეჯახა

01 აგვისტო 2019, 18:32 4356 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედი არასრულწლოვანს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

დაშავებული 14 წლის გოგონა ​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების განმარტებით, მას თავის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ჭრილობა ფეხზე. 

თვითმხილველების განცხადებით, გოგო თანმხლებ პირებთან ერთად ''ზებრა'' გადასასვლელზე გადადიოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს მოტოციკლი შეეჯახა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა, ის კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში