ნადირობის სეზონი  24 აგვისტოს გაიხსნება

30 ივლისი 2019, 16:13 2374 ნახვა

ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება - აღნიშნული გადაწყვეტილება  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მონადირეებთან გამართული კონსულტაციების შემდგომ, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი