ურთიერთბრალდებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებაზე. არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრების პროცესს ფორმალურს უწოდებს და ამბობს, რომ საბჭოს წევრებს წინასწარ შეთანხმებული სია აქვთ. ბრალდება მიუღებელია მოსამართლე წევრებისთვის. დღეს მოუსმენენ ორ კანდიდატს. კანდიდატებთან პირველი მოსმენა 17 ივლისს გაიმართა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით, საბოლოოდ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეირჩევა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.