ძველი ბათუმი ცათამბჯენების გარეშე! - აქცია- პერფორმანსი რივიერასთან 

29 ივლისი 2019, 20:54 1758 ნახვა

„ძველი ბათუმი ცათამბჯენების გარეშე!“ - ეს ის მთავარი სლოგანია, რითაც დღეს ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი პროექტის წინააღმდეგ აქცია კიდევ ერთხელ გაიმართა. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ბათუმის კონცხზე თაუერების მშენებლობა შეცვლის ბათუმის იერსახეს და გააუარესებს ქალაქის მდგომარეობას.

სხვათაშორის, ეს ტერიტორია მერიის დაკვეთით მომზადებულ თავდაპირველ დოკუმენტში ისტორიულ საზღვრებში შედიოდა, მერი კი ირწმუნება, რომ საზღვრების დამტკიცების შემთხვევაშიც პროექტისთვის არაფერი იცვლება და 5 ცათამბჯენი ქალაქს არათუ დააზარალებს, არამედ პირიქით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი