ახალ ბულვარში ხვალ  განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება

27 ივლისი 2019, 21:01 2073 ნახვა

განახლებული საბავშვო მოედანი ახალ ბულვარში  ხვალ  12  საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა და შეჯიბრებები -  პატარებისთვის  სხვადასხვა  აქტივობაა დაგეგმილი,    ზღაპრული გმირებისა  და ანიმატორებისგან  კი ბავშვებს  სიურპრიზი ელით,  იქნება  უფასო ნაყინი. 

ბულვარის ბიუჯეტიდან საბავშვო მოედნის რეაბილიტაციისათვის 394 ათასი ლარი დაიხარჯა,      პლასტმასის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით ჩანაცვლდა,  მათგან  ერთი   ადაპტირებულია,     მოეწყო ასევე ხელოვნური საფარი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი