ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მეჯინისწყალზე მდებარე 5 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მთავრობას გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე "ქართული წყლების კომპანიამ" გამაგრილებელი სასმელების საწარმო უნდა ააშენოს და 30 მილიონიანი ღირებულების პროექტი განახორციელოს. საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ და მისი განხილვის გადადება მოითხოვა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, კომპანია ერთი თვის წინ დაარსებულია. უმრავლესობის წევრები კი ფიქრობენ, რომ პროექტი დამატებით ფინანსებს მოიზიდავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
იმ შემთხვევაში თუ კომპანია წელიწად ნახევარში ქარხანას ვერ ააშენებს, მიწა საკუთრებაში აჭარის მთავრობას დაუბრუნდება. დღესვე ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის ბიუჯეტში. მერის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები 7 ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. საკითხს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. ჯუმბერ ვარდმანიძემ საკრებულოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია 2020 წლისთვის დაგეგმილი წყლის ტარიფის შემოღების შესახებ.