დღეს ქართულმა კლუბებმა, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები ჩაატარეს.
,,დინამო’’ თბილისმა გასვლითი შეხვედრაში ,,გაბალა’’ 0-2 დაამარცხა. მატჩის 41-ე წუთზე ნოდარ იაშვილის პასის შემდეგ, ლევან კუტალიამ ანგარიში გახსნა და ,,დინამოს’’ პირველი ნახევარი მოაგებინა. მეორე ტაიმში თბილისელები კვლავ აქტიურები იყვნენ და შეცვლაზე შემოსულმა არფანგ დაფემ 87-ე სხვაობა ორამდე გაზარდა.
თბილისის ,, დინამო’’ აზერბაიჯანის ,,გაბალას’’ ,,დინამო არენაზე’’ 1 აგვისტოს უმასპინძლებს. მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვავაში ,,დინამო’’ ჰოლანდიურ ,,ფეინოორდს’’ შეხვდება.
საჩხერის ,,ჩიხურამ’’ თბილისში ,,დინამო არენაზე’’ ფრედ 1:1 ითამაშა შოტლანდიურ ,,აბერდინთან’’. მატჩის 41-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გიორგი კორიფაძემ ზუსტად შესრულა და ,,ჩიხურა’’ დააწინაურა. 68-ე წუთზე ასევე თერთმეტმეტიანი დარტყმით სემ კოსგოუმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა 1 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება. თუ ორმატჩიან დუელში ,,ჩიხურა’’ გაიმარჯვებს შემდეგ ეტაპზე ხორვატურ ,,რიაკას’’ დაუპირისპირდება.