ორი შვლის ნუკრი მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. პარკის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და წელს პარკში შველი მომრავლებულია.
"ფოტო ხაფანგმა წელს შველის გარდა მაჩვი, გარეული ღორი, დათვი და კვერნა დააფიქსირა"- ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე.
მაჭახელას ეროვნულ პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.