მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

24 ივლისი 2019, 21:25 1282 ნახვა

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს - ახლა მთავარი კითხვაა რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა სასამართლოში - მოითხოვს პატიმრობას, თუ გირაოს? თიბისი ბანკის დამფუძნებლებს და ანაკლიის პორტის ავტორებს საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყება წარსულში 17 მილიონამდე ამერიკული დოლარის სახით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

არაერთი გამოუძიებელი საქმის ფონზე კი მესამე სექტორში უკვე საუბრობენ შერჩევით სამართალზე. უფრო მწვავეა შეფასებებში ოპოზიცია. თავად ხაზარაძე ამბობს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, სახელმწიფო კი არ აჩერებს მოძრაობას ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი