20 ივნისის ღამეს პარლამენტში ხელფასის ასაღებად შევდიოდი - ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 13:13 2128 ნახვა

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით გამოკითხეს.  

ოქრუაშვილის ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის საჭიროება ვერ დაინახა.  ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვის დროს ხუმრობის ხასიათზე იყო. 

''ჩემი გამოკითხვის საჭიროება აშკარად ვერ დავინახე. საკმაოდ კარგ, სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით ვაპირებდი ვუპასუხე, რომ პარლამენტში შესვლას ვგეგმავდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად დეპუტატი გავხდი, სამი თვის განმავლობაში კი, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვიტა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. 

მკითხეს წინა მხრიდან რატომ შევდიოდი?

ვუპასუხე მეგონა, რომ ბუღალტერია წინა მხარეს იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა არა გვერდით არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო'' - უთხრა გამოკითხვიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს. 

 

ერთადერთი აზრიანი კითხვა იყო მათი მხრიდან დასმული. რას მოვიმოქმედებდი თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია... ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო.

მკითხეს ვიცოდი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა?

''რა თქმა უნდა ვიცი, რომ შენობაში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. მეტი განსაკუთრებული შეკითხვა არ ყოფილა. იმ კითხვებიდან და დროის მონაკვეთიდან გამომდინარე რაც გამოკითხვაზე ვიყავი.''

''რაიმე სახის მოლაპარაკებები ან კონსულტაციები პოლიტიკური მოთხოვნების შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ამის შესახებაც დაისვა კითხვა და ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. ერთად შევჯერდით 3 მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნაზე პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვაპირებდით აქციაზე ამ მოთხოვნების გაჟღერებას და ამ მოთხოვნების ხელისუფლებისადმი წაყენებას”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილმა თქვა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რას ფიქრობდა მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვაზე?

''გვერდიგვერდ ორი შენობის მაღალჩინოსნები ერთმანეთის ტყავს არცერთ შემთხვევაში არ დახევენ'' - უპასუხა ოქრუაშვილმა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში