დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გრძელდება

22 ივლისი 2019, 18:13 1964 ნახვა

დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გრძელდება.  თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების მოთხოვნაზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს უარი უთხრა, საპასუხოდ კი ქიბარ ხალვაშმა ამ მოთხოვნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რუსთავი-2-ის მფლობელის ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტებით კოლექტიური უფლების მიღებას ცდილობს, მანვე დღეს განაცხადა, რომ მის მიერ სასამართლოს მოგების დისკრედიტაციის მცდელობა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირებული მხარეები, პატივს არ სცემენ სტრასბურგის სასამართლოს და ევროპულ დემოკრატიას.

დღის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა,რომ კავშირების გამოყენებით და სხვისი სახელით, გადაუხადა თანხები  რუსთავი-2- ის მაშინდელ მფლობელებს და ამ გზით შეიძინა  ტელეკომპანია, მანვე დღეს აღნიშნა, რომ ის ვარდების რევოლუციასაც აფინანსებდა, იმ თანხების წყალობით, რომელიც მას პოლიტიკაში მოსვლამდე ჰქონდა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი