ბათუმის აგრარულ ბაზარში სპეციალისტებმა 653 კილოგრამი ხორცი ამოიღეს და გაანადგურეს.
საეჭვო წარმომავლობის ხორცი ბაზარში, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცი ადლიის ნაგავსაყრელზე დღეს, 22 ივლისს, გაანადგურეს.
აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. მიმდინარე წელს საეჭვო ხორცის აღმოჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევა.
დღესვე სააგენტომ ვადაგასული ხორცის შენახვა-გამოყენების გამო, ორი კვების ობიექტი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, მავნე სურსათი კი ადგილზე განადგურდა.