უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გუნდმა გაიმარჯვა

22 ივლისი 2019, 12:02 1365 ნახვა

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გუნდმა გაიმარჯვა.  არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების 42 % ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო, ''ოპოზიციის პლატფორმამ“ 12%, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8.64%, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“ კი 8,33%. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 0, 47 % მიიღო.

პარტია „ხალხის მსახური“ უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა, მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. თავის მხრივ, ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია „ოპოზიციის პლატფორმასთან“ კოალიციას.  საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრას და რადიკალური რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი