მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში. დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.