ხინოწმინდობა 2025

11 სექტემბერი 2025, 20:04 285 ნახვა

"ხინოწმინდობის" სახალხო დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა, სოფელ ხინოში, რომელიც კინტრიშის ხეობაში მდებარეობს.

"იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის" გუმბათზე ჯვარი აღიმართა, ჩატარდა წირვა-ლოცვა. ასევე 5-საპატიო ხინოელი დააჯილდოვეს, რომლებსაც საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს ადგილზე გასაყიდად გამოფენილი ჰქონდათ თავიანთი ნაწარმი, ხინოს ხეობაში მოპოვებული თაფლი და სანელებლები.

ხინოწმინდობის სახალხო დღესასწაულს, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის კულტურის მინისტრი და ქობულეთის მერობის კანდიდატი ესწრებოდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი