გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა ეუთო/ოდირი, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე დადო დასკვნა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება, აღარ სურდა, ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - პრემიერი

11 სექტემბერი 2025, 12:17 113 ნახვა

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკიება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირ-ის მისია დაკომპლექტებულიყო.

„რაც შეეხება ეუთო/ოდირ-ს, ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირ-ში მოწვევა. ვფიქრობ, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირი-სთვის, თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკიება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირ-ის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი