''სუსლიაკის საქართველოში არ შემოშვებაზე პროკურატურის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა'' - განმარტება

21 ივლისი 2019, 21:01 1265 ნახვა

პროკურატურამ ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტება გააკეთა. პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ​იულია სუსლიაკის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სუსლიაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც იმყოფებიან მისი შვილები, თუმცა როგორც გოგორელიანმა აღნიშნა, სუსლიაკმა საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.
 

უწყების ცნობით, უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა. ამასთან, პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. შსს-ს ცნობით, სუსლიაკი აზერბაიჯანში გააბრუნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი