ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ - გამოხმაურება

21 ივლისი 2019, 15:20 1690 ნახვა

პაატა სალია „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ  ირაკლი ოქრუაშვილი ან ტყუის, ან თუ მას ეს ფული ჰქონდა, უკვე დანაშაულია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „შაბათის კურიერში“ გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ხმაურის გამოწვევას.

მიხეილ ბენიძე კი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელი ინტერვიუ იმის დადასტურება იყო რაც აქამდე ცნობილი იყო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „შაბათის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დოკუმენტის შესახებ, რომლითაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მისგან გაიგო.

თავად ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, ტელეკომპანიის "ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს" წილების 80 პროცენტი მისცეს, რათა მათ ქიბარ ხალვაშთან იდავონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი