შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს პირი, რომელმაც უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად მოქალაქეს 12 000 დოლარი გამოართვა და უკანონოდ მიითვისა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის სასამართლო პროცესი 17 ივლისს ჩატარდა. მოსამართლემ დაკავებულს თანხის უკანონოდ მითვისების საქმეზე პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.