შეჩერდეს "რივიერას" პროექტის საქმისწარმოება - საპროტესტო აქცია ბათუმში

20 ივლისი 2019, 18:06 2679 ნახვა

"SOS  ბათუმი", "გაწიე ხელი, ზღვა დაგვანახე"- ამ ლოზუნგებით “დაიცავი  ძველი ბულვარის“ და საზოგადოება „ბათომის“ წევრები  აქციას მართავენ. საინიციატივო  ჯგუფის წევრები  ითხოვენ  შეჩერდეს პროექტ „რივიერას“ საქმისწარმოება, რომელიც  ბათუმის  კონცხზე  ხუთი ცათამბჯენის  მშენებლობას ითვალისწინებს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ აჭარის მთავრობას, გაითვალსიწინონ  ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ 2013 წელს გაკეთებულ სამთავრობო დოკუმნეტშია საუბარი.

მათი თქმით, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში წერია, რომ „დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.

საინიციატივო  ჯგუფის  წევრები  ითხოვენ,  რივიერა დაუბრუნდეს ისტორიული  დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება.  წინააღმდეგ  შემთხვევაში  ისტორიული  ბათუმი  დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას.

გადაწყვეტილება აქციის გამართვის თაობაზე  საინიციატივო  ჯგუფმა   რივიერას მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრის  შემდეგ მიიღეს. 

„საინიციატივო ჯგუფის წევრების -“ განცხადებით, „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი ქალაქის თვითმმართველობამ აუნთო და უგულებელყო  ბათუმელების  მოთხოვნა –შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი