“დაიცავი ძველი ბულვარის“ და საზოგადოება „ბათომის“ წევრები დღეს 19 საათზე იუნკერების მემორიალთან, აქციას გზავნილებით: „არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! გაწიე კედელი, ზღვა დამანახე! რივიერა ცათამბჯენების გარეშე!“, გამართვას გეგმავენ. გადაწყვეტილება მათ რივიერას მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
„საინიციატივო ჯგუფის წევრები -“ აცხადებენ,რომ „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვითმმართველობამ, უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა –შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი. არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა–ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენინების საფთხის შესახებ“. რივიერას მოწინააღმდეგებმა თავიანთი მოთხოვნები განცხადებაში დააფიქსირეს.