გადაწყვეტილება აღსრულდეს აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლე - აშშ საელჩო 

19 ივლისი 2019, 18:47 2165 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ''რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია".

განცხადება სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

''ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი