7 წლის გოგონა, რომელსაც ავარიის დროს მშობლები დაეღუპა მართვით სუნთქვაზეა

19 ივლისი 2019, 17:55 3548 ნახვა

7 წლის გოგონა, რომელსაც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს მშობლები და ძმა დაეღუპა მართვით სუნთქვაზეა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გოგონას თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება აღენიშნება. ის ქუთაისის  ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. 

ქობულეთის კლინიკაში რჩება კიდევ ერთი დაშავებული. მძღოლი, რომელიც ავარიის დროს ავტომობილს მართავდა. მას ტერფი ჰქონდა მოტეხილი, ასევე სხეულის სხვადსხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სხვა პაციენტები უკვე გაწერეს, ისინი არაბები და პოლონელები არიან.

ავარია 13 ივლისს მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო: მარიკა ხოზრევანიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი